ბლოგი

როგორ დავაგროვოთ მეტი ნახვა ვიდეობზე და ვმართოთ სოც. მედია ეფექტურად საქართველოში?

სოციალური მედია დღეს იქცა იმ ადგილად, სადაც მომხმარებელი ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას, აფორმირებს დამოკიდებულებებსა და საბოლოოდ წყვეტს, რას იყიდის. ამიტომ ბრენდისთვის ონლაინ ყოფნა გახდა აუცილებლობა. თუმცა, მნიშნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მხოლოდ არსებობა არ არის საკმარისი. შედეგს იძლევა ის ბრენდი, რომელსაც შეუძლია მიიქციოს ყურადღება და შეინარჩუნოს ის.

ორგანული კონტენტი არის საფუძველი, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას „შეიგრძნოს“ ბრენდი როგორც პიროვნება, და არა როგორც უბრალოდ კომპანია. სწორედ ორგანული კონტენტი ქმნის ნდობასა და ყოველდღიურ ახლო კომუნიკაციას აუდიტორიასთან. მისი მთავარი პრინციპი არის კრეატივი, ბუნებრიობა, რეალური ადამიანები, რეალური პროცესი და რეალური ისტორია. ეფექტური ორგანული კონტენტი იქმნება მაშინ, როცა ბიზნესი მომხმარებელს აძლევს თავს საშუალებას დაინახოს იგი ყოველდღიურობაში.

ეს კონტენტი არ ყვირის „იყიდე“. ის უბრალოდ ხაზს უსვამს, თუ რას წარმოადგენს ბრენდი და რატომ აქვს მას ღირებულება. როცა აუდიტორია გრძნობს ნამდვილობას, თავისთავად იქმნება კავშირი და სწორედ ეს კავშირი ხდება ის ემოციური ხიდი, რომელიც შემდგომში უკვე გაყიდვებზე ისახება.

მთავარი ფორმატი, რომელიც ამ საქმეს ყველაზე ეფექტურად ასრულებს, არის ვიდეო. ვიდეო არა მხოლოდ აცნობს მომხმარებელს პროდუქტსა და ბრენდს, არამედ ქმნის ემოციურ კავშირს ადამიანსა და ბიზნესს შორის.

თუმცა იმისთვის, რომ ვიდეო რეალურად ნახონ, დაინტერესდნენ და გააზიარონ, ის სწორად უნდა იყოს შექმნილი. პირველი წამები ყველაზე გადამწყვეტია. აქ წყდება დარჩება თუ არა მომხმარებელი ვიდეოზე. ამიტომ ვიდეო უნდა იწყებოდეს მკაფიო მოძრაობით, რეალური ადამიანით კადრში და კითხვით ან ფრაზით, რომელიც პირველივე წამებში აჩენს ინტერესს.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, ბრენდების მცდელობა ყველაფერი ერთ ვიდეოში თქვან. თანამედროვე სოციალური მედიის სივრცეში საუკეთესო შედეგს იძლევა ერთი იდეის, ერთი გზავნილის და ერთი ფოკუსის პრინციპი. რაც უფრო მარტივია მესიჯი, მით მეტად იმახსოვრებს მას მომხმარებელი. სწორად გადმოცემული, მკაფიო და მოკლე აზრი ბევრად ძლიერია, ვიდრე ინფორმაციით ზედმეტად გადატვირთული ვიდეო.

ბრენდის ზრდა სოციალურ მედიაში არ არის ერთჯერადი კამპანია, ეს არის პროცესის გამეორება და ანალიზი. შედეგს ქმნის არა ერთი ვიდეო, არამედ სტრატეგია, რომელიც გრძელდება კვირიდან კვირამდე. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდმა არ დაკარგოს ტემპი და რეგულარობა, რადგან სოციალური მედიის აუდიტორიას სწრაფად ავიწყდება ის, რასაც აღარ ხედავს. აქედან გამომდინარეობს კონტენტის დაგეგმვის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს კონტენტ-კალენდარის შექმნას, მკაფიო მიზნების განსაზღვრას (რაზე ვმუშაობთ ამ თვეში: ცნობადობა, ნდობა თუ გაყიდვები) და შედეგების მონიტორინგს. სწორედ ეს სისტემურობა განასხვავებს ბრენდს, რომელსაც სტრატეგია აქვს, იმ კომპანიისგან, რომელიც უბრალოდ „რაღაცას დებს, რომ არ გაჩერდეს“.

თუ ბიზნესი გაყიდვებზეა ორიენტირებული, მისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეკლამა.
დღეს ორგანული კონტენტი ზედმეტად ბევრია და ალგორითმი უბრალოდ ვერ აძლევს თითოეულ ვიდეოს თანაბარ შესაძლებლობას. ვიდეოს რეალური გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც ის გაერთიანებულია სწორი რეკლამის სტრატეგიასთან. ეს არ არის მხოლოდ „ბიუჯეტის გამოყოფა რეკლამისთვის“. იგი მოოცავს კონკრეტული აუდიტორიის შერჩევას, ტესტირებას, სწორი ფორმატისა და მესიჯის მიწოდებასა და იმის გარკვევას, რაზე რეაგირებს მომხმარებელი და რაზე არა.

ანალიტიკა, ყველაზე შეუმჩნეველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესის. მნიშვნელობა არ აქვს მხოლოდ ნახვების რაოდენობას, თუ ვიდეო არ ქმნის რეალურ ქმედებას. ანალიზი გვასწავლის, რა მუშაობს, რა არა და რატომ. ეს უკვე არის ზრდის მექანიზმი, რომელიც ბიზნესს სტაბილურად აძლიერებს.

საბოლოოდ, სოც. მედია მართვა უკვე აღარ არის უბრალოდ დიზაინის, ტექსტების და პოსტის განთავსების პროცესი. ეს არის ბიზნესის იმიჯის, ნდობის, ცნობადობის და გაყიდვების სისტემური გაძლიერება. სწორედ აქ იგრძნობა პროფესიონალის უპირატესობა, ორგანიზებული სტრატეგია ცვლის ქაოსურ ექსპერიმენტებს და კონტენტი იწყებს მუშაობას არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად.

თუ გინდათ, რომ თქვენს ვიდეოებს ჰქონდეთ მეტი ნახვა, რეალური ჩართულობა და გაყიდვებზე შესამჩნევი გავლენა, თქვენ გჭირდებათ კრეატიულობის სწორ სოც. მედია მართვასთან გაერთიანება.

Launchad სწორედ ამ სისტემას ქმნის.
ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალოდ ვიდეოებს, ჩვენ ვაშენებთ ბრენდის ციფრულ იმიჯს, ნდობასა და ზრდას.

თუ გინდა, რომ შენი ბრენდი დაინახონ, დაიმახსოვრონ და აირჩიონ, მაშინ დაგვიკავშირდი და ერთად მივაღწიოთ რეალურ შედეგებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

გამოგვიწერეთ ინსტაგრამზე სიახლეებისთვის

. ( გვიპოვეთ ).

. ( ლოკაცია ) .

. ( დაგვირეკეთ ) .

+995 558 20 40 91

მოგვწერეთ მეილზე