ბლოგი

რატომ სჭირდება ყველა ბიზნესს საქართველოში ციფრული მარკეტინგი

დღეს, როცა მომხმარებლების უმეტესობა გადაწყვეტილებას იღებს ინტერნეტში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ციფრული მარკეტინგი აღარ არის არჩევანი, ის აუცილებლობაა. 

ქართულ ბიზნესებს, იქნება ეს სტარტაპი თუ დიდი კომპანია, სჭირდებათ ონლაინ სივრცეში სწორი პოზიციონირება, რათა მომხმარებლზე სწორედ იმ მომენტში გავიდნენ, როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ შემოთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება.

ციფრული სამყარო და ქართული ბიზნესები

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 88% აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას ყოველდღიურად. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომავალი მომხმარებელი უკვე Feacbook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე ან Google-ზეა, თქვენ კი უბრალოდ უნდა შეგეძლოთ მათთან სწორად დაკავშირება.

Launchad-ში ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ცვლის ონლაინ მარკეტინგი ქართულ ბიზნესებს, მათ შორის მცირე და საშუალო კომპანიებს რეგიონებში. სწორად შესრულებულ ციფრულ სტრატეგიას შეუძლია მცირე ბიუჯეტიანი კამპანიაც კი მდგრადი გაყიდვების წყაროდ აქციოს.

მომხმარებლის ქცევის ცვლილება საქართველოში

ადრე საკმარისი იყო ფიზიკური მაღაზიის მქონე ბიზნესისთვის მარტივი ფეისბუქ-გვერდის შექმნა და შიგადაშიგ სამოყვარულო დონეზე შესრულებული პოსტების დადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ვითარება მკვეთრად შეცვლილია და მომხმარებელი ელოდება ბევრად მეტს – ხარისხიან კონტენტს, გამორჩეულ ვიზუალს, რეალურ ისტორიებსა და აქტიურ კომუნიკაციას.

საქართველოშიც, როგორც გლობალურად, მომხმარებელი  დღეში საშუალოდ 3-4 საათს ხარჯავს სოციალურ მედიაში. აქედან ნახევარზე მეტი დრო მიდის ვიდეო ფორმატის პოსტებზე, ისეთ ქსელებში როგორიცაა: TikTok, instagram Reels და YouTube.

ეს  კი იმის მანიშნებელია, რომ ბიზნესი, რომელიც არ ფლობს ციფრულ სივრცეს, კარგავს მომხმარებლის ყურადღებას მაშინ როცა კონკურენტი უკვე იქაა.

ციფრული მარკეტინგის სარგებელი ქართული ბიზნესებისთვის

Meta Ads, Google Ads და TikTok-ის კამპანიები საშუალებას გაძლევთ მიაწვდინოთ თქვენი მესიჯი ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად აინტერესებთ თქვენი პროდუქტი.

სწორად გამართული ციფრული funnel-ები (Lead Ads, Remarketing, Conversion campaigns) მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვებს. საქართველოში უკვე არსებობს მრავალი მაგალითი, სადაც მცირე ბიუჯეტიანი რეკლამა 5–10-ჯერ აღემატა ინვესტიციას შედეგით.

მომხმარებელი უფრო მეტად ენდობა ბრენდს, რომელსაც ხედავს, ესმის და უკავშირდება ყოველდღიურად. 

სოც. მედია სწორედ ის სივრცეა, სადაც ბიზნესი იძნეს უხეშად რომ ვთქვათ ადამიანობას. ვიდეოებით, ისტორიებითა და რეალური კადრებით თქვენი კომპანია უფრო ახლოს მიდის მომხმარებელთან.

ციფრული მარკეტინგის უპირატესობებიდან ასევე უნდა ვახსენოთ ყველაფრის გაზომვადობა. თქვენ გეძლევათ საშუალება ნახოთ, რა მუშაობს და რა არა, შემდეგ კი ამაზე დაყრდნობით მარტივად მოახდინოთ ოპტიმიზაცია.

Launchad-ში ჩვენ ვიყენებთ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას, რათა შედეგი იყოს არა უბრალოდ “ლაიქები”, არამედ რეალური ზრდა და გაყიდვები.

ქართული რეალობა

ბოლო წლებში საქართველოშიც შესამჩნევად გაიზარდა ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად იყენებენ Meta Ads-სა და ვიდეო კონტენტს. მაგალითად, ადგილობრივი კაფეები, ტანსაცმლის ბრენდები და სილამაზის სალონები, რომლებიც ადრე მხოლოდ “word of mouth”-ით იყვნენ ცნობილი, დღეს სოც. მედიის კამპანიებით გადიან ათასობით პოტენციურ მომხმარებელამდე.

ჩვენი კომპანია მუშოაბს სწორედ იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ თანამედროვე, ხარისხიანი და ინოვაციური კონტენტი გახდეს ქართული ბიზნესის მთავარი იარაღი. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს არა მხოლოდ რეკლამაში, არამედ სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში, რათა ბიზნესი გადაიქცეს ციფრულად ძლიერ ბრენდად.

რა უნდა ქნას ქართულმა ბიზნესმა დღეს

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი განვითარდეს  აუცილებელია შექმნათ ძლიერი ციფრული სტრატეგია, რომელიც მოიცავს სოციალურ მედიას, ვიდეოებსა და Meta Ads-ს.

რეკლმის არჩევანი დააფუძნეთ მონაცემებს და არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს.

შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც ადამიანებს დაამახსოვრდებათ პირველივე წამიდან.

დასკვნა

ციფრული მარკეტინგი აღარ არის მხოლოდ „ტენდენცია“ — ის გახდა ბიზნესის გადამწყვეტი ფაქტორი, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში.

ბრენდები, რომლებიც დღეს ინვესტიციას დებენ სოც. მედიაში, ხვალ ისარგებლებენ ცნობადობით, გაყიდვებით და მომხმარებელთა ნდობით.

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესიც ამ წარმატებულ კომპანიებს შეუერთდეს — დაგვიკავშირდით.

ჩვენ შევქმნით სტრატეგიას, რომელიც ქართულ ბაზარზე ნამდვილად იმუშავებს და დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის ძლიერი ციფრული კვალის შექმნაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

გამოგვიწერეთ ინსტაგრამზე სიახლეებისთვის

. ( გვიპოვეთ ).

. ( ლოკაცია ) .

. ( დაგვირეკეთ ) .

+995 558 20 40 91

მოგვწერეთ მეილზე