blog
როგორ დავსაქმდეთ მარკეტინგის სფეროში მარტივად
- April 26, 2025
დღეს მარკეტინგის სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მომგებიანი მიმართულებაა. ამ სფეროში მუშაობა ხშირად მაღალ ანაზღაურებასთან და სახალისო სამუშაო გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ამ ინდუსტრიაში დასაქმება შესანიშნავი მიზანია, განსაკუთრებით, თუ ეძებ რთულად მოსაწყენ სამუშაო გარემოს.
ამ პოსტში თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც დაგეხმარება დასაქმდე მარკეტინგის სფეროში მარტივად და დაიწყო შენი წარმატებული კარიერა. აგიხსნით, რატომ არის ციფრული მარკეტინგის სწავლა მნიშვნელოვანი კარიერის დაწყებამდე, დაგეხმარებით მის შესწავლაში და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

რატომ არის მარკეტინგის სფერო მოთხოვნადი?
მარკეტინგი დღეს ყველა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძლიერი მარკეტინგული კამპანიები განსაზღვრავენ ბრენდების წარმატებას. ამიტომ, კომპანიები მზად არიან მაღალი ანაზღაურება შესთავაზონ იმ ადამიანებს, ვინც ეფექტურად შეძლებენ მათი პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციას.
საქართველოში, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტების საშუალო ხელფასი მერყეობს 2,000 ლარიდან 5,000 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით.
საერთაშორისო ბაზარზე კი საშუალო ხელფასი 45,000$-დან 75,000$-მდეა წელიწადში, ხოლო გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ 100,000$-ზეც მეტი გამოიმუშავონ.
მარტივად რომ ვთქვათ — ეს არის სფერო, სადაც ფული, კარიერული ზრდა და თავისუფალი სამუშაო პირობები ხელმისაწვდომია.
როგორ დავიწყოთ კარიერა მარკეტინგის სფეროში?
1. განათლება და უნარების განვითარება
პირველი ნაბიჯი კონკრეტული მიმართულების არჩევა და შესაბამისი ცოდნის მიღებაა. მარკეტინგული პროფესიათა სია დიდია, და ნორმალურია, თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი კონკრეტული მიმართულება. თუმცა ცალსაა ის, რომ მაღალი ექსპერტიზა მარკეტინგის სფეროში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ მარკეტინგის სფეროში განვითარება. თავის გამოცდილებაზე მარკეტინგის სფეროში წერს ყველაზე დიდი Gen-Z მარკეტინგული სააგენტო-ს, Launchad-ის დამფუძნებელი გიორგი თუმანიშვილი:
” როდესაც ჩვენს მარკეტინგულ სააგენტოს ვქმნიდით, გვეგონა, რომ მარკეტინგი კარგად ვიცოდით. მივედით კომპანიებთან, ვუთხარით, რომ ექსპერტები ვართ და დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა. გზად კი აღმოვაჩინეთ, რომ იყო ზღვა მასალა და ცოდნა, რაც ჯერ არ გვქონდა გააზრებული. შედეგად ჩვენი გაწეული სამუშაო არ იყო ხარისხიანი, რის გამოც კლიენტები არ იყვნენ ისეთი კმაყოფილი, როგორიც ჩვენ გვჭირდებოდა რომ ყოფილიყვნენ. ზოგ კომპანიას კი არ აღარც უნდოდა ჩვენთან თანამშრომლობა და დალოდება, სანამ ავიმაღლებდით კვალიფიკაციას. “
ინფორმაცია დამსაქმებლთან, ან პარტნიორ კომპანიებთან უსიამოვნო გამოცდილებების შესახებ მარტივად ვრცელდება სხვა კომპანიებთანაც. ამასთან ერთად, მარკეტინგის სფეროში კონკურენციაც არ არის დაბალი, ამიტომ კომპანიები არ უშინდებიან ნაკლები დრო დახარჯონ არაპროფესიონალ კადრებთან. შესაბამისად, კადრის აყვანისას ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ სერტიფიცირებულ ადამიანებს და სამსახურში აყვანამდე ეძიებიან მათ რეპუტაციას თავიანთ მეგობარ კომპანიებთან. თუნდაც საწყის პოზიციებზე დასაქმების შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილებით კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ რთულია გზის გაკვლევა ძლიერი ცოდნისა და მისი დამადასტურებელი საბუთის გარეშე.
კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სხვადასხვა გზები არსებობს. ყველაზე რთული და დამაბრკოლებელი ამ პროცესში არის ის, რომ ბაზარზე უამრავი კურსია, რომლითაც სწავლობ ისეთ მასალას, რაც არ იქნება თქვენთვის ახალი, ღირებული და აქტუალური. როდესაც ჩვენც დავიწყეთ ამ სფეროში მოღვაწეობა, ვუყურეთ მრავალი საათის კურსებს, რომელთაგანაც ღირებული ინფორმაცია იყო მხოლოდ რამდენიმე წუთის. ჩვენმა გუნდმა გაგიმზადეთ როგორც უფასო, ასევე ხელმისაწვდომი მარკეტინგის კურსები, რომლებშიც თავი მოვუყარეთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია, რომ იყო კონკურენტუნარიანი პროფესიონალი მარკეტინგის სფეროში. კურსებს ამ სტატიის ბოლოს შეგიძლია გაეცნო, ახლა კი მივუყვეთ, თუ რა უნდა იცოდე დამატებით.
2. მარკეტინგში არსებული პროფესიები და მათი საშუალო ანაზღაურება
მას შემდეგ, რაც პირველ ნაბიჯებს გადადგამ ამ სფეროში განვითარებისათვის, შეგეძლება აირჩიო შენი პროფესია. დასაწყისისათვის არ შეგეშინდეს არასწორი არჩევანის გაკეთება, რადგან ეს პროფესიები ერთმანეთთან მრავალ საერთოს იზიარებენ, ერთი მიმართულებით გაძლიერება დაგეხმარება სხვა მიმართულებითაც. ეს ერთი მხრივ დაგეხმარება მუშაობისას შეძლო დიდი სურათის დანახვა ( მაგალითად, თუ ხარ კონტენტ კრეატორი და შეგიძლია შენი ვიდეოების სკრიპტის დაწერა, წარმოდგენა შეგემქნება SEO სფეროზეს გარკვეულ ნაწილზეც ), ხოლო მეორე მხრივ გაგიმარტივებს ერთი პროფესიიდან მეორეში გადასვლაზე, თუ, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტ.
უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად, გაეცანით მარკეტინგში არსებული რამდენიმე პროფესიის სიას, მათ აღწერასა და მიახლოებით ანაზღაურებას.
1. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი (Digital Marketing Specialist)
რას აკეთებს:
ეხმარება კომპანიას ონლაინ სივრცეში პროდუქტების და სერვისების პოპულარიზაციაში (Google რეკლამები, სოციალური მედია, SEO, Email მარკეტინგი და სხვა).
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 2,000 – 4,000 ლარი
-
აშშ: 55,000 – 75,000$ წელიწადში
2. სოციალური მედია მენეჯერი (Social Media Manager)
რას აკეთებს:
მართავს ბრენდის სოციალური ქსელების ანგარიშებს (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn), ქმნის პოსტებს, ახორციელებს რეკლამას და აანალიზებს შედეგებს.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 1,800 – 3,500 ლარი
-
აშშ: 50,000 – 70,000$ წელიწადში
3. კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი (Content Marketing Manager)
რას აკეთებს:
ქმნის სტრატეგიას, წერს სტატიებს, ბლოგებს, სარეკლამო ტექსტებს და აწარმოებს ბრენდის ხმას.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 2,000 – 4,000 ლარი
-
აშშ: 65,000 – 85,000$ წელიწადში
4. კონტენტ კრეატორი (Content Creator)
რას აკეთებს:
ქმნის ვიზუალურ და ტექსტურ მასალას სოციალურ მედიისთვის, ბლოგებისთვის, ვებსაიტისთვის ან რეკლამისთვის.
კონტენტ კრეატორები ქმნიან ფოტოებს, ვიდეოებს, სტატიებს, პოსტებს და ხშირად მონაწილეობენ ბრენდის ნარატივის შექმნაში.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 1,500 – 3,500 ლარი
-
აშშ: 45,000 – 70,000$ წელიწადში
5. SEO სპეციალისტი (Search Engine Optimization Specialist)
რას აკეთებს:
ოპტიმიზაციას უკეთებს ვებსაიტს, რომ ის უკეთ გამოჩნდეს Google-ის ძიებაში. მუშაობს საკვანძო სიტყვებზე, კონტენტზე და ტექნიკურ ნაწილზე.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 2,500 – 5,000 ლარი
-
აშშ: 60,000 – 80,000$ წელიწადში
6. რეკლამის კამპანიის მენეჯერი (Paid Ads Manager / PPC Specialist)
რას აკეთებს:
მართავს გადახდილ რეკლამებს Google-ში, Facebook-ზე, TikTok-ზე და აანალიზებს მათი ეფექტიანობას.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 2,500 – 5,500 ლარი
-
აშშ: 65,000 – 90,000$ წელიწადში
7. ბრენდის მენეჯერი (Brand Manager)
რას აკეთებს:
ზრუნავს ბრენდის იდენტობასა და პოზიციონირებაზე ბაზარზე — როგორ აღიქვამს მომხმარებელი ბრენდს.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 3,000 – 6,000 ლარი
-
აშშ: 70,000 – 100,000$ წელიწადში
8. მარკეტინგის ანალიტიკოსი (Marketing Analyst)
რას აკეთებს:
აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს, აფასებს კამპანიების ეფექტიანობას და სთავაზობს ბიზნესს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 2,500 – 5,000 ლარი
-
აშშ: 65,000 – 90,000$ წელიწადში
9. CRM მენეჯერი (Customer Relationship Manager)
რას აკეთებს:
მართავს კლიენტებთან ურთიერთობებს, მუშაობს მომხმარებლის შენარჩუნებაზე და ლოიალობის გაზრდაზე.
საშუალო ანაზღაურება:
-
საქართველო: 2,000 – 4,500 ლარი
-
აშშ: 60,000 – 85,000$ წელიწადში
3. გამოცდილების მიღება
მესამე ეტაპისთვის, დროა უკვე გამოცდილების მისაღებადაც. დასაწყისისთვის შეიძლება გაგიმარტივდეს, რომ იმუშაო:
-
მცირე კომპანიებთან
-
ფრილანს პროექტებზე
-
სტაჟირებაზე წამყვან მარკეტინგულ სააგენტოში
მნიშვნელოვანია დაიგროვო რეალური გამოცდილება, რომელიც დამსაქმებელს დაუმტკიცებს შენს შესაძლებლობებს. ასევე, თუ კამერასთან გამოჩენის პრობლემა არ გაქვს, შეგიძლია შექმნა შენი პირადი ბრენდიც. ესე იგი დაიწყო ვიდეოების დადება სხვადასხვა სოც. მედია პლატფორმებზე და გაზრადო შენივე ცნობადობა. ამით შენ დაამტკიცებ, რომ გაქვს საჭირო უნარები, რომ ნებისმიერი კომპანიის ბრენდის გაზრდაზეც იმუშავო. შენი პირადი ბრენდი კი დაგეხმარება გახდე უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი. მეტიც, ძლიერი პირადი ბრენდისას კომპანიები თავად დაგიკავშირდებიან და შემოგთავაზებენ მაღალ ანაზღაურებას, ან ბარტერულ შეთავაზებებს.
4. მუდმივი განვითარება
მარკეტინგი სწრაფად ცვალებადი სფეროა. მუდმივად უნდა ისწავლო ახალი ტრენდები, პლატფორმები და სტრატეგიები.
ციფრული მარკეტინგის სწავლა არასოდეს მთავრდება — ვინც მუდმივად ვითარდება, ის ყველაზე მეტ წარმატებას აღწევს.
რატომ არის ახლა საუკეთესო დრო, რომ დაიწყო?
-
კომპანიები სულ უფრო მეტად ეძებენ ციფრულ მარკეტინგის სპეციალისტებს.
-
ტექნოლოგიების განვითარება (AI, Big Data, Automation) ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
-
შეგეძლება იმუშაო როგორც ოფისიდან, ასევე დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
- კონკურენცია და ამ სფეროში დასაქმების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ახლა დაწყება დაგეხმარება იყო სხვებთან შედარებით სწრაფი.
ეს სფერო ერთდროულად გაძლევს თავისუფლებას, ფინანსურ სტაბილურობას და საინტერესო სამუშაო გარემოს.
უფასო და ხელმისაწვდომი მარკეტინგის კურსი შენი წარმატებისათვის
Launchad-ში ჩვენი მისიაა დავეხმაროთ როგორც კომპანიებს, ასევე ადამიანებს მარკეტინგული სერვისების შეთავაზებითა და სწავლებით. ამიტომ, გაგიმზადეთ ორი მარკეტინგული კურსი:
- ” ქრეშ კურსი” – ეს არის მოკლე, უფასო ვიდეო კურსი, თემაზე: “როგორ დავაგროვოთ მეტი ნახვები ჩვენს ვიდეოებზე და როგორ გავყიდოთ მეტი პროდუქტი ონლაინ”. კურსზე წვდომის მისაღებად დააჭირე ამ წინადადებას.
- “სოც. მედია და ბიზნესის განვითარების კურსი” – ეს არის კურსი, გამიზნული მათთვის, ვისაც სურთ მარკეტინგისა და სოც. მედია მენეჯმენტის სფეროში დასაქმება ან თავიანთი ბიზნესის ონლაინ არხების განვითარება. კურსის ფარგლებში ისწავლით აუცილებელ ინფორმაციას მარკეტინგულ კვლევასთან, კონტენტის შექმნასთან და ენტერპრენერულ აზროვნებასთან დაკავშირებით. ჩვენი მისია კურსის შექმნის დროს, იყო რომ ჩვენი უნიკალური გამოცდილებით მიღებული აუცილებელი ინფორმაცია გაგვეხადა ყველასთვის ხელმისაწვდომი და შეგვექმნა რესურსი, რაც დაგეხმარებოდათ ამ ინფორმაციის მარტივად და სახალისოდ ათვისებაში. კურსზე მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ამ ბმულს, ან მოგვწერეთ ინსტაგრამზე ამ ბმულიდან,
მაშასადამე, ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ. ახლა კი თქვენი მონდომებისა და მოქმედების დროა. წარმატებები თქვენს ამ შესანიშნავ მოგზაურობაში და გიხილავთ ჩვენს კურსებზე.
P.S.
თუ გინდა წარმატებული კარიერა მარკეტინგში — საუკეთესო დრო არის ახლა.
არ დაელოდო იდეალურ მომენტს — შექმენი შენი მომავალი დღეს!
საინტერესოა