ბლოგი
რატომ არის ვიდეო კონტენტი სოც. მედია მარკეტინგის მომავალი?
- October 15, 2025
ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად მომხმარებლის ყურადღება ყველაზე ძვირფას რესურსად იქცა.
UOC-ის eLinC კვლევამ აჩვენა, რომ ეკრანთან კონცენტრაციის საშუალო დრო მხოლოდ 8.2 წამია. შედარებისთვის 2015 წელს Microsoft-ის კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 12 წამი იყო. ეს ნიშნავს, რომ სოციალური მედიის ეპოქაში მომხმარებლის ყურადღების ხანგრძლივობა (attention span) თითქმის მესამედით შემცირდა.
სწორედ აქ იჩენს თავს ვიდეო კონტენტის ძალა — ფორმატი, რომელიც ყველაზე მარტივად იპყრობს ყურადღებას, იწვევს ემოციასა და გადმოსცემს ისტორიას რამდენიმე წამში.
საქართველოშიც იგივე ტენდენცია აშკარად შესამჩნევია. სოციალური მედიის მომხმარებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორია, ხშირად გადაადგილდებიან TikTok-ისა და Reels-ის მოკლე ვიდეოებს შორის, უყურებენ მხოლოდ პირველ წამებსა და სწრაფად გადადიან შემდეგზე. ბრენდებისთვის ეს ნიშნავს ერთ რამეს, თუ ვერ მიიპყრობს ყურადღებას პირველ 3–5 წამში, რეკლამა უბრალოდ დაიკარგება.
ვიდეო არის ყველაზე ძლიერი კომუნიკაციის ფორმა
ადამიანის ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას 60,000-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს, ვიდრე ტექსტს. ამიტომაც, ვიდეო საშუალებას აძლევს ბრენდს მინიმალურ დროში მაქსიმალური ეფექტი მოახდინოს მომხმარებელზე.
ვიდეო კონტენტი ეხმარება ბიზნესს ემოციურად დაუკავშირდეს აუდიტორიას, ვიზულაურად წარმოაჩინოს სერვისი ან პროდუქტი, შექმნას ნდობა და გამჭირვალობა ბრენდის მიმართ.
სოციალურ მედიაში, სადაც ყოველდღიურად ათასობით პოსტი იდება, ვიდეო არის სწორედ ის ფორმატი, რომელიც „აჩერებს მომხმარებელს სქროლვისგან“. რაზეც მიგვითითებს TikTok-ის, Reels-ისა და YouTube Shorts-ის ასე სწრაფად ბაზრის ლიდერებად ქცევაც.
სტატისტიკა
მსოფლიო და ადგილობრივი მონაცემები ცხადად აჩვენებს, რომ ვიდეო კონტენტი უკვე გახდა სოციალური მედიის მარკეტინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
გლობალური ტენდეციები:
Cisco Visual Networking Index (2024)-ის მიხედვით 2025 წლისთვის ინტერნეტ ტრაფიკის 82%-ზე მეტი ვიდეო კონტენტს დაეთმობა.
Wyzowl Video Marketing Report (2024)-ზე დაყრდნობით მომხმარებელთა 92% ამბობს, რომ ვიდეო დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში პროდუქტის ყიდვამდე.
HubSpot (2024)-ის კვლევის მიხედვით ვიდეო პოსტები სოციალურ მედიაში საშუალოდ 135%-ით მეტ ჩართულობას იღებს, ვიდრე ტექსტური ან ფოტოზე დაფუძნებული პოსტები.
ქართული ტენდეციები:
TikTok-ის აქტიური მომხმარებლები 2022-2024 წლებში თითქმის სამჯერ გაიზარდა.
Instagram Reels-ის მოხმარება 60%-ით არის გაზრდილი, განსაკუთრებით 18–34 წლის აუდიტორიაში.
Marketing.ge-ს შიდა კვლევის (2024) მიხედვით, ქართულ მომხმარებელთა 70%-ს ურჩევნია ვიდეოს ყურება, ვიდრე სტატიკური პოსტის წაკითხვა.
ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ ვიდეო კონტენტი აღარ არის უბრალოდ ტენდენცია, არამედ მომხმარებლის ქცევის ახალი სტანდარტადია.
რატომ მუშაობს ვიდეო უკეთ, ვიდრე სხვა ფორმატი?
ვიდეო აერთიანებს ყველაფერს: ტექსტს, ემოციას, ვიზუალსა და ისტორიას.
ამიტომ ის ბევრად უფრო ეფექტურად ქმნის ნდობას და გავლენას, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონტენტი.
ვიდეო პოსტს შეუძლია ერთდროულად მომხმარებელს გააცნოს ბრენდი, აუხსნას პროდუქტის უპირატესობები და შექმნას ემოციური კავშირი ბიზნესთან.
საქართველოში, სადაც მომხმარებლები ემოციებზე დაყრდნობით რეაგირებენ, ვიდეო კონტენტის უპირატესობა მხოლოდ ინფორმაციის მარტივად მიწოდებით არ შემოიფარგლება და იგი საუკეთესო გზაა სამიზნე აუდიტორიის გულის მოსაგებად.
როგორ უნდა გამოიყენოს ვიდეო კონტენტი ქართულმა ბიზნესმა?
ვიდეო უნდა გახდეს თქვენი სოციალური მედია სტრატეგიის ცენტრი, არა დამატება.
დღევანდელ ბაზარზე მომხმარებელი ეძებს ბრენდს, რომელიც აჩვენებს და ამძაფრებს ემოციას, რის მიღწევის საშუალებასაც სწორედ ვიდეო კონტენტი იძლევა.
მოუყევით თქვენი პროდუქტის ან სერვისის ისტორია გულწრფელად და ემოციურად.
აუდიტორიას არ სჭირდება მხოლოდ გაყიდვებზე ორიენტირებული მესიჯი. ის ეძებს კავშირს, ისტორიას, ემოციას. აჩვენეთ როგორ იქმნება პროდუქტი, ვინ დგას მის უკან და რატომ არის განსაკუთრებული.
გამოიყენეთ TikTok და Instagram Reels, რადგან სწორედ აქ არის თქვენი მომხმარებლის ყურადღება.
საქართველოში განსაკუთრებით იზრდება მოკლე ვიდეო ფორმატების მოხმარება. გამოიყენეთ ეს პლატფორმები არა მხოლოდ გასართობად, არამედ თქვენი ბრენდის ხასიათის გადმოსაცემად.
შექმენით საკუთარი ვიზუალური სტილი, რომ ბრენდი ამოსაცნობი იყოს პირველივე წამებში. თითოეული ვიდეო უნდა იყოს უნიკალური თქვენი ტონით, ფერებითა და ენერგიით. ბრენდის გამორჩეული ვიზუალი ხელს უწყობს მომხმარებელში ნდობის ამაღლებასა და აუდიტორიის გრძელვადიან დაინტერესებას.
ჩართეთ ვიდეო Meta Ads სტრატეგიაში. Meta-ს ალგორითმები ვიდეოს უპირატესობას ანიჭებენ, რადგან ის ინარჩუნებს ყურადღებას და ზრდის CTR-ს. გამოიყენეთ ვიდეო რეკლამები თქვენი ბრენდის ცნობადობის, პროდუქტის პრეზენტაციისა და გაყიდვების გასაზრდელად.
ვიდეო კონტენტის ბუნებრივობის მნიშვნელობა
ვიდეო საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ რეალური ადამიანები და პროცესები, რაც თავის მხრივ აჩენს ნდობას.
დღეს მომხმარებელი უფრო მეტად აფასებს რეალურობას, ვიდრე იდეალურ სურათს, ამიტომაც მნიშნელოვანია ვიდეო კონტენტის შექმნისას შეინარჩუნოთ ბუნებრივობა.
სწორად გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს გუნდი, პროდუქტის დამზადება ან მომხმარებლის ემოცია, ხშირად უკეთესს შედეგზე გადის, ვიდრე მაღალი ბიუჯეტის რეკლამა.
როგორ დაგეხმარებათ ჩვენი სააგენტო
თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი გამოირჩეოდეს სოციალურ მედია ქსელებში, ჩვენი სააგენტო დაგეხმარებათ შექმნათ სტრატეგია, რომელიც ყურადღებას იპყრობს და რეალურ შედეგებზე გაყავხართ.
ჩვენ გთავაზებოთ:
კრეატიული ვიდეო სტრატეგიის შექმნას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს მიზნებსა და ქართულ ბაზარზე.
TikTok და Reels ვიდეოების გადაღებას, რომლებიც იპყრობენ მომხმარებლის ყურადღებას.
ვიდეოების Meta Ads ფორმატზე მორგებას, რათა გაიზარდოს CTR და ჩართულობა.
შედეგების გაანალიზებას და კამპანიების გაუმჯობესებას, რომ თქვენმა ინვესტიციამ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.