ბლოგი

მარტივი გზები მარკეტინგის სფეროში სამუშაოს დასაწყებად საქართველოში

რატომ არის მარკეტინგი კარგი კარიერული არჩევანი?

მარკეტინგის სფერო მუდმივად იზრდება. კომპანიებს ყოველდღიურად სჭირდებათ მარკეტინგის სპეციალისტები, რათა მართონ სოციალური მედია, აწარმოონ კამპანიები და გაზარდონ გაყიდვები.
სხვა სფეროებისგან განსხვავებით, აქ შეგიძლია:

  • დაიწყო ნულიდან, პრაქტიკული გამოცდილებით.

  • იმუშაო დისტანციურად.

  • სწრაფად გაზარდო შემოსავალი სწორი უნარების ქონის შემთხვევაში.


1. აირჩიე მარკეტინგის კონკრეტული მიმართულება

მარკეტინგი ზოგადი სფეროა. თუ გინდა სწრაფად დასაქმდე, უნდა აირჩიო კონკრეტული მიმართულება, მაგალითად:

  • სოციალური მედია მარკეტინგი (SMM)

  • ციფრული რეკლამა (Google Ads, Meta Ads)

  • კონტენტ მარკეტინგი / კოპირაითინგი

  • ბრენდინგი და დიზაინი

  • Email მარკეტინგი

  • SEO – ძიების ოპტიმიზაცია

რეკომენდაცია: დაიწყე იმით, რაც ყველაზე მეტად გიტაცებს ან უკვე აქვს მოთხოვნა ქართულ ბაზარზე.

თუ ჯერ არ გაქვს არჩეული კონკრეტული სფერო, ან გინდა მეტი წარმოდგენა შეიქმნა ჩამოთვლილ სპეციალობებზე, ეწვიე ამ სტატიას, რომელშიც დაგხვდებათ თითოეული პროფესიის დახასიათება და სხვა სასარგებლო ინფორმაცია. 


2. გაიარე უფასო ან დაბალბიუჯეტიანი ონლაინ კურსები

დღეს არ არის აუცილებელი უნივერსიტეტში სწავლა, რომ მარკეტინგში მუშაობა დაიწყო. არსებობს უამრავი ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლია შეისწავლო საფუძვლები:

  • Google Digital Garage (უფასო სერტიფიკატი)

  • Meta Blueprint (Facebook რეკლამის კურსები)

  • HubSpot Academy (CRM და კონტენტ მარკეტინგი)

  • Skillshare / Coursera / Udemy (გახშირებული ფასდაკლებებით)

რაც მთავარია — ნუ ჩერდები სწავლის ეტაპზე. მნიშველოვანია, რომ პარალელურად, მუშაობასთან ერთად, ააგო პორტფოლიო. 

 

  • თუ გსურს ისწავლო სოც. მედია მარკეტინგი და კონტენტის შექმნა ონლაინ დღესვე, გაგიმზადეთ კურსი, რომელიც არის იდეალური თქვენი კარიერის როგორც დასაწყისისათვის, ასევე განვითარების ეტაპისათვის. კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. 

 

 


3. ააგე საკუთარი პორტფოლიო მარტივად

იმის დასამტკიცებლად, რომ შეგიძლია მუშაობა მარკეტინგში, საჭიროა პორტფოლიო, რომელშიც შეძლებ დაამტკიცო შენი უნარები და კრეატიული ხედვა. აი როგორ შეგიძლია შექმნა ის კარიერის საწყის ეტაპზეც, რეალური სამუშაო გამოცდილების გარეშეც:

  • შექმენი ფეისბუქ გვერდი ან ინსტაგრამ გვერდი ნულიდან და მართე ისე, როგორც სააგენტოში აკეთებენ.

  • დაწერე რამდენიმე სარეკლამო პოსტი ან სლოგანი, თითქოს კლიენტისთვის წერ.

  • გაუშვი პატარა ბიუჯეტით Google ან Facebook რეკლამა საკუთარი პროექტისთვის და გაზიდე ფოლოვერები ან ნახვები.

  • ისაუბრე შენს წარმატებულ შედეგებზე შენს პორტფოლიოში

 

შეგიძლია გამოიყენო საკუთარი TikTok ან Instagram, როგორც პორტფოლიო — თუ წარმატებული ხარ და გყავს აუდიტორია ან მომხიბვლელი პოსტები, დამსაქმებელიც დაინტერესდება.


4. დაიწყე პრაქტიკა ან ფრილანსი

პრაქტიკა საუკეთესო გზაა გამოცდილების მისაღებად. მოძებნე:

  • სტაჟირება მარკეტინგულ სააგენტოებში

  • მცირე ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება — ხშირად მზად არიან გადაგიხადონ მცირე ან მხოლოდ პორტფოლიოს სანაცვლოდ

  • რეგისტრირდი პლატფორმებზე: Upwork, Freelancer, Fiverr, Workmarket და ა.შ.


5. გამოიყენე ქართულენოვანი ვაკანსიების საიტები

დასაქმების ქართულ საიტებზე უკვე ათობით მარკეტინგის პოზიცია ქვეყნდება ყოველდღიურად:

  • jobs.ge

  • hr.ge

  • cv.ge

  • linkedin.com/jobs

  • marketer.ge/vacancies

  • Facebook ჯგუფები: “მარკეტინგის ვაკანსიები”, “SMM საქართველოში”, “დასაქმება ახალგაზრდებისთვის”

 

სიტყვები, რითაც ეძებ: “მარკეტინგის ასისტენტი”, “SMM”, “Junior marketer”, “მთავარი მარკეტოლოგი”, “ციფრული რეკლამის მენეჯერი”.

 


6. გამორჩი საკუთარი თავი – რაციონალურად

როდესაც აგზავნი CV-ს:

  • მოამზადე მოკლე და მარტივად წასაკითხი რეზიუმე, მორგებული კონკრეტულ პოზიციაზე

  • წერილში გამოიყენე ენთუზიაზმი და აუხსენი, რატომ ხარ მოტივირებული

  • დაურთე შენი პორტფოლიო ან სოციალურ ქსელში ნაჩვენები შედეგი

  • გამოიყენე სიტყვები, როგორიცაა: “ციფრული მარკეტინგი”, “SMM”, “შედეგზე ორიენტირებული”, “კრეატიული კამპანია” — ეს keywords ეხმარება დამსაქმებელს შენს პოვნაში და უქმნის მას პოზიტიურ განწყობას შენს მიმართ

 


დასკვნა

მარკეტინგის სფეროში დასაქმება საქართველოში, მოთოვნიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია — მინიმალური ბიუჯეტით და სწორი მიდგომით.

თუ არ იცი, როგორ დაიწყო — აირჩიე მიმართულება, ისწავლე ონლაინ, ააგე პატარა პორტფოლიო და მიაწოდე დამსაქმებელს ის, რაც რეალურად აინტერესებს: შედეგი.

გახსოვდეს: მარკეტინგი ქმედებებზეა, არა მხოლოდ თეორიაზე. რაც უფრო მალე დაიწყებ პრაქტიკულად მოქმედებას, მით მალე იქნები დასაქმებული.

 

PS. 

თუ გაინტერესებს მეტი, მაგალითად რა ანაზღაურებაა მარკეტინგის სფეროში საქართველოში, ეწვიე ამ ბმულს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

გამოგვიწერეთ ინსტაგრამზე სიახლეებისთვის

. ( გვიპოვეთ ).

. ( ლოკაცია ) .

. ( დაგვირეკეთ ) .

+995 558 20 40 91

მოგვწერეთ მეილზე